რეზონანსი
10.10.2023

დღეს, 10 ოქტომბერს ახალციხეში N5 საჯარო სკოლაში, დაახლოებით 18:00 საათზე, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

ვითარების გასარკვევად ადგილზე მისული "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტი სკოლის ტერიტორიაზე არ შეუშვეს, კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა სკოლის დირექტორმა, ინგა ვარდიძემაც. მოსწავლეების მშობლების ინფორმაციით, მანქანა სავარაუდოდ მეხუთე კლასის ერთ-ერთ მოსწავლეს დაეჯახა. არასრულწლოვანი სკოლის შენობიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. იგი სასწრაფო დახმარების მანქანამდე მშობლებმა მიიყვანეს, თუმცა დირექტორის მსგავსად, კომენტარი არც მათ გააკეთეს: „ისეთი არაფერი არ სჭირს, გადაგვყავს კლინიკაში... არ ვიცით რა მოხდა კამერებს გადაახვევენ და ნახავენ",- გვითხრა მოსწავლის მამამ. ერთ-ერთი ვერსიით მოსწავლეს მანქანა დილის საათებში დაეჯახა, მაშინ რატომ გამოიძახეს საღამოს პოლიცია, ჩვენთვის უცნობია.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურებიდან ველოდებით.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×