რეზონანსი
10.10.2023

ისრაელი სრულ შეტევაზე გადადის, ღაზა არასდროს დაუბრუნდება იმას, რაც აქამდე იყო. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ღაზასთან საზღვარზე სამხედროებთან საუბარში განაცხადა.

"ყველა შეზღუდვა მოვხსენით, ტერიტორიის კონტროლი [დავუბრუნეთ], და სრულ შეტევაზე გადავდივართ... თქვენ აქ რეალობის შეცვლის შესაძლებლობა გექნებათ. თქვენ [გადახდილი] ფასი ნახეთ, და ცვლილებასაც ნახავთ. „ჰამასს" ღაზაში ცვლილება უნდოდა, ის 180 გრადუსით შეიცვლება იმისგან, რასაც ფიქრობდნენ... ისინი ამ მომენტს ინანებენ, ღაზა არასდროს არ დაუბრუნდება იმას, რაც აქამდე იყო... ვინც თავების მოჭრამდე, ქალების, ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანების მკვლელობამდე მივა - ჩვენ მათ მთელი ძალით და კომპრომისის გარეშე მოვსპობთ", - განაცხადა გალანტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×