რეზონანსი
10.10.2023

კახეთში, პნევმატური იარაღიდან გასროლილი ტყვიით მოზარდი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა გურჯაანში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვები ერთად თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და მეორეს თვალში მოხვდა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ექიმების გადაწყვეტილებით, დაშავებული კატასტროფის სამედიცინო ბრიგადას, სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიჭს დახმარება ესაჭიროება.

„მეგობრებო, ვისაც როგორ და რამდენითაც შეგვიძლია, სასწრაფოა!ბავშვს თვალში კისტის ტყვია მოხვდა და გადავიდა ტვინში, დააზიანა ტვინის უჯრედები.ბავშვი კომაშია... საჭიროა სასწრაფოდ თურქეთში გადაყვანა.#GE98TB7359545061100059#GE27BG0000000537697223ნათია სოლომნიშვილი დედათხოვნა იქნება, პოსტი გააზიაროთ",- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×