რეზონანსი
09.10.2023

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა EURACTIV-ში გამოქვეყნებული სტატია  „საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის ავტორობით, სადაც კაპანაძე საუბრობს 10 პირობაზე, რომელსაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიდგომა უნდა დაეყრდნოს.

„სრული დეჟა ვუ არის შარშან ივნისამდე მდგომარეობის. თუ გავიხსენებთ შარშან კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტამდე მაშინაც, ელიტური არასამთავრობოების ჯგუფმა, მდიდარი ენჯეოების წარმომადგენლებმა, „სოროსის" ფონდის წარმომადგენლებმა, დაწერეს სტატია, რომ საქართველოს არ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და უნდა მიენიჭოს მხოლოდ პერსპექტივა და ვნახეთ შემდეგ მათ შორის მათი მცდელობები მთავრობის გადაყენების და ენჯეოების ჩართულობისა მთავრობის ფორმირებაში. დღესაც ვხედავთ ზუსტად იგივე ნაბიჯებს. ამ შემთხვევაში „გრასი", რომელიც გახლავთ სხვათა შორის ერთ-ერთი მონაწილე სტატუსმეტრისა, პირდაპირ ამბობს, რომ ევროპამ მხოლოდ იმ პირობით უნდა მისცეს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუ იქნება სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა, ანუ მისი გათავისუფლება და თუ მოითხოვენ საქართველოსგან, რომ დაუწესოს სანქციები რუსეთს. არასამთავრობო ორგანიზაცია „გრასი" პირდაპირ ითხოვს, რომ საქართველომ რუსეთს დაუწესოს სანქციები, ანუ შეიყვანოს საქართველო რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების და ეკონომიკური კოლაფსის რისკში. ამას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვები არ გამიჯვნიან, როგორც ვატყობ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სხვების პოზიციაც მოვისმინოთ", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, გარდა ამისა, „სოროსის ფონდის" ხელმძღვანელი სულ ახლახან, სექტემბერში გამართულ კონფერენციაზე ამბობდა, რომ ისინი ევროპელებთან კომუნიკაციის დროს ხაზგასმით ითხოვენ, რომ თუ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მიენიჭოს ისე, რომ ხაზი გაესვას, რომ ამაში ხელისუფლების დამსახურება არ არის.

„ამას აკეთებენ ელიტური ენჯეოები, რომლებიც ამავე დროს არიან სტატუსმეტრის შემდგენლები. ამაზე მეტი ანტიქართული ქცევა რა შეიძლება იყოს, როდესაც ევროკომისია ამბობს, რომ სამი რეკომენდაცია არის შესრულებული და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ერთი რეკომენდაციაა მხოლოდ შესრულებული და უფრო მეტიც, შეუსრულებელ რეკომენდაციად ისინი თვლიან სახალხო დამცველის არჩევას. ზუსტად ეს ელიტური ენჯეოები თავს ესხმოდნენ პარლამენტის წევრებს, ახდენდნენ ზეწოლას ოპოზიციაზე, რომ არ მიეცათ ხმა [სახალხო დამცველის კანდიდატისთვის], რაც არის აბსოლუტური დარღვევა ყველანაირი ნორმების. თუ არ შესრულდა სახალხო დამცველის არჩევის რეკომენდაცია, რა ვქნათ ახლა? გამოდის, რომ ვერც ვერასდროს შევასრულებთ ხომ? აბსოლუტურად გადაწურული აქვთ ქვეყნისთვის იმედი, რომ რეკომენდაციები შესრულდეს, ამიტომ ეს არის ზუსტად ანტიქართული კამპანიის ნაწილი, რომელიც ჩვენ შარშან ივნისში ვიხილეთ, როდესაც სტატიები იწერებოდა, აქციები იმართებოდა რამდენიმე ელიტური ენჯეოს ორგანიზებით და ზუსტად იგივე ანტიქართული კამპანია არის რამდენიმე ელიტური ენჯეოს მხრიდან. მივმართავ ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას, და არა ამ ენჯეობის კლანს, რომელიც გრანტების 90%-ს, მილიონებს ფლობს და ხარჯავს საქართველოში, ახლა მომენტია ის კი არა, რომ ჩუმად, პირად საუბრებში ისაუბროთ და გქონდეთ პრეტენზიები ამ ელიტური ენჯეოების მიმართ, თქვათ ხმამაღლა, რომ არ ეთანხმებით. პირად საუბრებში რომ ამბობთ, რომ არ ეთანხმებით სტატუსმეტრის შეფასებას, თქვით ხმამაღლა. პირად საუბრებში რომ ამბობთ, რომ არ ეთანხმებით „გრასის" პოზიციებს და სერგი კაპანაძე არ მიგაჩნიათ ენჯეოდ, ადამიანი, რომელიც ორჯერ იყო პოლიტიკაში, ორჯერ იყო არასამთავრობო სექტორში და მაინცდამაინც ის უნდათ იყოს წარმოჩენილი არასამთავრობო სექტორის, თქვან საჯაროდ, რომ არ მიიჩნევენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლად", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×