რეზონანსი
09.10.2023

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეებზე იმისთვის, რომ დადგინდეს მათი ადგილსამყოფელი და იყოს უზრუნველყოფილი, რომ ისინი იყვნენ უსაფრთხოდ,

მისივე თქმით, შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების პირველივე წუთებიდან საქართველოს საელჩო ჩართულია, რათა ჰქონდეს კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან.

ამასთან, შესაბამის კითხვაზე პასუხისას პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, მას არ აქვს ინფორმაცია „აირზენას" მიერ ავიაბილეთების ფასის მატებასთან დაკავშირებით.

„თქვენ ნახეთ, პირველივე წუთებიდან საქართველოს საელჩო არის ჩართული იმისთვის, რომ ჰქონდეს კომუნიკაცია საქართველოს ყველა მოქალაქესთან, რომელიც იქ იმყოფება. ის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ სხვადასხვა დროებითი მიზნით ისრაელში, მათთან არის კომუნიკაცია და შესაბამის ზომებს მიიღებს მთავრობა, რომ მათი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.

ფასებთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, არ ვიცი რაზე საუბრობთ.

სახელმწიფოს პოზიციას რაც შეეხება, სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეებზე იმისთვის, რომ დადგინდეს მათი ადგილსამყოფელი და იყოს უზრუნველყოფილი, რომ ისინი იყვნენ უსაფრთხოდ და ამას საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოს მეშვეობით აკეთებს",- განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×