რეზონანსი
09.10.2023

დიდ ბრრიტანეთში 10 მლნ ფუნტ სტერლინგის ღირებულების მეგასასახლე დაიწვა, რომლის მფლობელიც ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძეა. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

სასახლე ლონდონის სამხრეთით, სარეის საგრაფოში მდებარეობს და როგორც გამოცემა წერს, „67 წლის გუდავაძე იმედოვნებდა, რომ ამ განსაცვიფრებელ სასახლეში უახლოეს მომავალში საცხოვრებლად გადავიდოდა, თუმცა უზარმაზარმა ცეცხლმა ის მთლიანად გაანადგურა."

„უახლესი თანამედროვე საოცნებო სახლი მთლიანად განადგურდა სამწლიანი მშენებლობის დასრულებიდან მეორე დღეს, რომელიც მრავალი მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდა. სუპერსასახლიდან ახლა მხოლოდ დანახშირებული კედლები და საძირკველი დარჩა. სასახლე ნანგრევებად გადაიქცა გიგანტური ხანძრის შემდეგ, რომელმაც დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი უბანი გაანათა," - წერს Daily Mail.

გამოცემა ინა გუდავაძეს „რუსი მილიარდერის ქვრივად" მოიხსენიებს, ხოლო ბადრი პატარკაციშვილს „რუსეთის დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის ყოფილ მოკავშირედ" ასახელებს, რომელიც „მის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკ კრიტიკოსად იქცა და რომელზეც ბევრი ეჭვობს, რომ ის მოკლეს."

Daily Mail-ის ცნობით, ხანძარს რვა სახანძრო ეკიპაჟი ებრძოდა, თუმცა მისი დროულად ჩაქრობა მაინც ვერ მოხერხდა. ამჟამად გამომძიებლები ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სწავლობენ.

სამსართულიანი სასახლე ცხრა საძინებლით, თითქმის, სამი წელი შენდებოდა. სახლი აღჭურვილი იყო კინოთეატრით, საოჯახო ოთახითა და ლიფტით, რომელიც 1 მლნ ფუნტის ღირებულების სარდაფში ჩადიოდა. მისი ნაწილი ღვინის დეგუსტაციისა და სასადილო ზონად იყო გადაქცეული.

გამოცემის ცნობით, სასახლე „იმ უზარმაზარ ქონების ხარჯით აშენდა, რომელიც ინა გუდავაძემ ქმრისგან მემკვიდრეობით მიიღო." Daily Mail ვარაუდობს, რომ საქართველოში დაბადებულ ქალბატონ გუდავაძეს, რომლის ქონებაც 650 მლნ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული, სასახლე მისი „ოცნების სახლად" მიაჩნდა. ის, ქალიშვილებთან, 43 წლის ლიანა ჟმოტოვასთან და 40 წლის ია პატარკაციშვილთან ერთად, ლონდონიდან გადასასვლელად ემზადებოდა.

გუდავაძემ, რომელიც, Daily Mail-ის ცნობით, ერთ დროს ბრიტანეთში მეათე უმდიდრესი ქალი იყო, ხანძრის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. თუმცა პროექტის მენეჯერ დინ ვინდბანკმა MailOnline-ს განუცხადა, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, სახურავზე, პარაპეტიდან გაჩნდა.

სარემონტო სამუშაოები გამოძიების დასრულებამდე და ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენამდე არ მიმდინარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×