რეზონანსი
09.10.2023

დღევანდელი მონაცემებით, ჩვენს სამედიცინო ცენტრს მიღებული ჰყავს 450 დაჭრილი, მათი უმრავლესობის მდგომარეობა იყო მძიმე და მძიმედ რჩება. ასევ გვყავს გარდაცვლილები, - ამის შესახებ ისრაელში მცხოვრებმა ექიმმა დიანა გოგბერაშვილმა „ქრონიკასთან" განაცხადა.

„ქალაქში ამ ეტაპზე სიმშვიდეა, გადაადგილება შესაძლებელია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც აუცილებელია. გვაქვს სპეციალური საშვები, რითაც გადავადგილდებით, პერიოდულად გვამოწმებენ. ჩემი ქალაქი ღაზას სექტორიდან 18 კილომეტრშია. ცოტა რთული ღამე გვქონდა წუხელ, დაგვბომბეს, იყო რაკეტების პირდაპირი ვარდნა, იყო განგაშის სიგნალებიც", - აღნიშნა დიანა გოგბერაშვილმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო

წყარო: „იმედი ტვ"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×