რეზონანსი
09.10.2023

მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე გახარიას უწოდებდა თვალთხარიას, გახარია ხაზარაძეს - თაღლითს, მათ ალიანსს არანაირად გამოვრიცხავდი იმიტომ, რომ მათ არავითარი პრინციპები არ აქვთ და კიდევ ერთხელ - ისინი არიან აგენტურა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გახარიას პარტია „საქართველოსთვის" და „ლელოს" შესაძლო გაერთიანებაზე, „იმედის კვირასთან" საუბრისას განაცხადა.

„არ გამოვრიცხავ თუნდაც გახარიას და ხაზარაძის ალიანსს. რასაც უფროსი დაავალებს იმას გააკეთებენ. შესაბამისად, თვალთხარია და თაღლითი ძალიან მარტივად შეიძლება გაერთიანდეს. საკმაოდ რეალურია ის, რომ ეს ორი სუბიექტი - გახარია, ხაზარაძე გაერთიანდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ასეთი ეპითეტებით ამკობდნენ ერთმანეთს, მთელი ამ დროის განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×