რეზონანსი
09.10.2023

ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს სამუშაო, ეს გახლავთ, არამარტო საზოგადოების, არამედ კერძო და საჯარო სექტორში მომუშავე პირების ცნობიერების ამაღლება, მონაცემთა დაცვის სტანდარტთან დაკავშირებით - მნიშვნელოვნად არის გაზრდილი როგორც მომართვიანობა, ასევე ინსპექტირება,- ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლელა ჯანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი კანონი ითვალისწინებს მონაცემთა დაცვის მაღალ სტანდარტს, ასევე სამსახურს აძლევს შესაძლებლობას, უფრო ეფექტურად განახორციელოს ზედამხედველობა მონაცემთა დაცვის კანონის აღსრულებაზე.

„ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს სამუშაო, ეს გახლავთ, არამარტო საზოგადოების, არამედ კერძო და საჯარო სექტორში მომუშავე პირების ცნობიერების ამაღლება, მონაცემთა დაცვის სტანდარტთან დაკავშირებით. ახალი კანონი ითვალისწინებს მონაცემთა დაცვის მაღალ სტანდარტს, ასევე სამსახურს აძლევს შესაძლებლობას, უფრო ეფექტურად განახორციელოს ზედამხედველობა მონაცემთა დაცვის კანონის აღსრულებაზე.

გასული წლის საქმიანობის ანგარიშს თუ გადავხედავთ და შევადარებთ, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი როგორც მომართვიანობა, ასევე ინსპექტირება. ასევე ინსპექტირების კუთხით მნიშვნელოვანი გახლავთ ის ცვლილება, რომელიც სამსახურში განხორციელდა. ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მონაცემთა დაცვის მდგომარეობა შევისწავლოთ საქართველოში, გავაკეთოთ ანალიზი, სად არის უფრო მეტად პრობლემური გარემო. ამ კუთხით შეიქმნა გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც ზეგავლენის შეფასებას ახდენს, რისკების იდენტიფიცირებას და იგეგმება ინსპექტირება კერძო და საჯარო დაწესებულებებში, ასევე სამართალდამცავ ორგანოში", - აღნიშნა ჯანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×