რეზონანსი
09.10.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის „ჯარის ქალაქში“ ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ პროექტი დასრულდა, მაგრამ ეს არ იქნება ერთჯერადი და ძალიან მალე ანალოგიური პროექტი შეიქმნება.

„უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ კიდევ ერთი ჩვენს მიერ დაწყებული საქმე და პროექტი დასრულდა. იცით, ჩემი მინისტრობის დროს მე გამოვაცხადე, რომ ჯარს ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის და დავიწყეთ ყველაფრის მოწესრიგება, იქნებოდა ეს ბაზების რეაბილიტაცია, აღჭურვილობის შეძენა თუ სხვა. იცით, რომ ეს პროექტი ძალიან მოკლე ვადებში შესრულდა. მინდა მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობას, მშენებლებს მადლობა გადავუხადო და ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენს საამაყო ჯარს უპრეცედენტო პირობები შევთავაზეთ. 

ეს პროექტი დასრულდა, მაგრამ მინდა გამოვაცხადო, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, ეს პროექტი გაგრძელდება და ანალოგიური პროექტი შეიქმნება ძალიან მალე. ჩვენი სახელმწიფოს ვალია თქვენი სამსახური, თავდადება დავაფასოთ მაქსიმალურად. სამხედროების სამსახური ფასდაუდებელია და ჩვენ ყველანი, ვალდებულები ვართ, რომ თქვენთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ თქვენი თავდადება და გმირობა დაფასდეს. მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი თქვენი გმირობის წინაშე და მინდა გისურვოთ მშვიდობა და გამარჯვება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×