რეზონანსი
09.10.2023

ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმების შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2000-ზე მეტი კი დაშავდა. გატაცებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროც ავრცელებს. უწყების ცნობით, 400-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რიცხვი კი 2300-ს აჭარბებს.

ღაზის სექტორზე საჰაერო დარტყმები მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა. რამდენიმე რაკეტა ისროლეს პალესტინელებმა, ქალაქ აშკელონის მიმართულებით.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×