რეზონანსი
08.10.2023

ამერიკის შეერთებულ შტატებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდები გადაჰყავს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განმარტა, რომ ხომალდებს შორის არის ავიამზიდი. ახლო აღმოსავლეთში კი დამატებული ამერიკული ძალები იქნება დისლოცირებული. „აშშ ინარჩუნებს ძალებს მსოფლიოში, რათა საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო გააძლიეროს ეს შემაკავებელი პოზიცია", - აღნიშნა ოსტინმა. ამასთან, ისრაელი ამერიკისგან დამატებით შეიარაღებას უახლოეს დღეებში მიიღებს. ოსტინის თქმით, ეს შეერთებული შტატების მიერ ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ხალხის მტკიცე მხარდაჭერის ნიშანია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×