რეზონანსი
08.10.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს, რომელიც „ბიოლში" იყო წარმოდგენილი. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გამოფენა ჰეიდარ ალიევის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული. წარმოდგენილ ფოტოებზე ასახულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი მოვლენები. გამოფენის დათვალიერების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს სადილზე უმასპინძლა. საქართველოში ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა პირისპირ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×