რეზონანსი
08.10.2023

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მისი ქვეყანა მზადაა დახმარება გაწიოს ისრაელსა და „ჰამასს" შორის კონფლიქტის შეჩერებაში. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. „მზად ვართ გავააქტიუროთ დიპლომატიური ძალისხმევა სიმშვიდის აღსადგენად. ვიწვევთ ყველა აქტორს, ვისაც სიტყვა ეთქმის რეგიონში, გულწრფელი წვლილი შეიტანონ მშვიდობის დამყარებაში", - განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში ეკლესიის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „სოლიდარობას უცხადებს პალესტინელ ძმებს", თუმცა იაზრებს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც რეგიონში დაძაბულობას ზრდის, მეტ სისხლისღვრას გამოიწვეს და გააღრმავებს პრობლემებს, რომელთა თავიდან აცილებაც შეიძლება. სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×