რეზონანსი
08.10.2023

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, ამერიკის მთავრობამ ისრაელში ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის" თავდასხმის შედეგად ამერიკის რამდენიმე მოქალაქის დაღუპვის შესახებ მიიღო ცნობები. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საელჩო ამ ცნობებს ამოწმებს. ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ ისრაელისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ ახალ დეტალებს დღეს გაავრცელებს.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავრწმუნდეთ იმაში, რომ ისრაელს ექნება ის, რაც მას სჭირდება", - განაცხადა ბლინკენმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×