რეზონანსი
08.10.2023

სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების არქიტექტურის შენარჩუნება, გაუმჯობესება ყველა ქვეყნის ინტერესებშია. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აგრძელებს თავის გაცხადებულ მიზანს, იყოს მედიატორი ჩვენს მეგობრებს შორის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, მზაობა მათი მხრიდან, ლიდერებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები საქართველოს ჩართულობით, კიდევ ერთხელ იქნება წარმატებული და სამხრეთ კავკასიაში იქნება ისეთი სტაბილური გარემო, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყნებს, შესაბამისი როლი და წვლილი შეიტანონ საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში", - აღნიშნა ხატია წილოსანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: „სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები, ჩვენი შემდგომი განვითარება, ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური". ამასთან, ერთობლივი განცხადებების დროს, ილჰამ ალიევმა აღნიშნა: „დღეს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე. იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ და შევქმნით პოლიტიკურ გარემოს სამხრეთ კავკასიაში, სადაც წარიმართება სამხრივი თანამშრომლობა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით". ალიევმა ასევე განაცხადა: „მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გვთავაზობს ფასილიტატორის როლს, თუ სომხეთის თანხმობა იქნება, მყისიერად დავიწყებთ შეხვედრებს აქ, საქართველოში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×