რეზონანსი
08.10.2023

საგანგებო მდგომარეობა გრძელდება. რთული, საპასუხისმგებლო და ცუდი პერიოდი გავიარეთ, გუშინ ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში ისმოდა განგაშის ზარები, - ამის შესახებ ქართველმა ექიმმა დიანა გოგბერაშვილმა „ქრონიკას" განუცხადა, რომელიც ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობას.

„ტერორისტების მიერ დაჭრილი ხალხი მოჰყავდათ კლინიკაში, საგანგებო რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. კლინიკამ 150 დაშავებული მიიღო", - აღნიშნა გოგბერაშვილმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×