რეზონანსი
08.10.2023

"გერმანიის მთავრობა სოლიდარულად დგას ისრაელის გვერდით. ისრაელს უფლება აქვს, საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაფუძნებით დაიცვას თავი ამ ტერორისგან," - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, განაცხადა.

მისი თქმით, "ჰამასის" ტერორი ისრაელის წინააღმდეგ მთელი რეგიონისთვის "გაუთვლელ საფრთხეს" წარმოადგენს.

"პალესტინურმა დაჯგუფება "ჰამასმა" შაბათს დაიწყო ისრაელზე ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი თავდასხმა, მოკლა ათობით ადამიანი. "ჰამასის" ტერორმა კიდევ ერთხელ დააშორა რეგიონი მშვიდობას. ამ ტერორისტული თავდასხმების გამო ახლა არსებობს დიდი რეგიონული ესკალაციის წარმოუდგენელი საფრთხე. მე შემიძლია, მხოლოდ გავაფრთხილო სხვები, რომ არ შეუერთდნენ ამ ტერორს...

სოციალურ მედიაში გავრცელებულ სასტიკი გატაცების საშინელ ვიდეოებს როდესაც უყურებ, სუნთქვა გეკვრება. ადამიანების, მოხუცების შიშით სავსე სახეები, ხალხი, ქალები, დედა ორ შვილთან ერთად, რომლებიც გაიტაცეს "ჰამასის" მებრძოლებმა. "ჰამასის" მიერ ეს გატაცებები ამაზრზენია და არღვევს ჰუმანიტარულ საერთაშორისო სამართალს. "ჰამასის" ტერორი ახლავე უნდა შეწყდეს. გერმანიის მთავრობა სოლიდარულად დგას ისრაელის გვერდით. ისრაელს უფლება აქვს, საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაფუძნებით დაიცვას თავი ამ ტერორისგან," - თქვა ბერბოკმა.

მან ასევე გააფრთხილა გერმანიის მოქალაქეები, რომ თავი შეიკავონ ისრაელში ან პალესტინის ტერიტორიებზე მოგზაურობისგან. მისივე თქმით, შეიქმნა კრიზისული ჯგუფი, რoმელიც ყურადღებით დააკვირდება სიტუაციას.

ცნობისთვის, გუშინ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×