რეზონანსი
07.10.2023

„ჰამასი" მალე მიხვდება, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

„არ განასხვავებდნენ ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს, ყველა მათგანს აზიანებდნენ. „ჰამასი" მალე მიხვდება, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა და გადაიხდის საფასურს. ჩვენ შევცვლით ღაზაში 50 წლის წინანდელ რეალობას", - განაცხადა გალანტმა.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა" აიღო. ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. ისრაელის მედიის ცნობით, „ჰამასის" სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ბოლო მონაცემებით, 200-მდე გაიზარდა, დაშავებულია სულ მცირე 1 100 ადამიანი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×