რეზონანსი
07.10.2023

„ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Timesofisrael-ი წერს.

ამასთან, როგორც ისრაელის მედია იუწყება, „ჰამასის" ტერორისტული ჯგუფის ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაშავებულია სულ მცირე 1 100 ადამიანი.

მედიის ცნობითვე, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზრდება.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა" აიღო. ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×