რეზონანსი
07.10.2023

ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი უპირობოდ არის იმ პოზიციაზე, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი. თუმცა, არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც სხვადასხვა მოსაზრებას აჟღერებენ, თუ როგორ შეიძლება მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„ევროპის მომავალზე მსჯელობა, რომელიც წლები მიმდინარეობდა ევროკავშირის ქვეყნების მონაწილეობით, დღეს უკვე ეს არეალი გაფართოვდა. ლიდერებსაც კარგად ესმით, რომ ევროპის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოება. იმისათვის, რომ ევროპის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, ამისთვის საჭიროა ეს სივრცე გაფართოვდეს და რაც შეიძლება მეტი ქვეყანა მოიცვას ამ დიალოგმა.

ასეთი ტიპის შეხვედრები, კარგი შესაძლებლობაა, რომ მსჯელობა და კომუნიკაცია გვქონდეს პარტნიორებთან იმისთვის, რომ გავიგოთ, რას შეიძლება ველოდოთ დეკემბერში. პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ჰქონდა ძალიან ბევრ ლიდერს შეხვედროდა და ამ საკითხზე ესაუბრა. მივიღეთ გზავნილი, რომ არის მტკიცე მხარდაჭერა", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

გრანადაში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივ შეხვედრები გამართა. პრემიერი ევროპელ ლიდერებს საქართველოს პროგრესსა და ქვეყნის ევროპულ მომავალზე ესაუბრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×