რეზონანსი
07.10.2023

გუ­შინ, სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდარ­მა სას­ტიკ­მა მკვლე­ლო­ბამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში, 4 წლის გო­გო­ნა მას­თან არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყოფ­მა 27 წლის ალიმ ას­ლა­ნოვ- სა­დი­გოვ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა და და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნა აი­თაჯ შახ­მა­რო­ვა წარ­მო­შო­ბით დმა­ნი­სის სო­ფელ მა­მიშ­ლო­დან არის. რო­გორც ირ­კვე­ვა, გო­გო­ნა, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 თვეა, რაც გა­ა­თხო­ვეს.

რო­გორც გო­გო­ნას დედა ჰყვე­ბა, მათი შვი­ლი ას­ლა­ნოვ­მა მო­ი­ტა­ცა და მის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას მკვლე­ლო­ბამ­დეც ჰქონ­და ად­გი­ლი. ქალი ამ­ბობს, რომ 14 წლის გო­გო­ნას სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა უნ­დო­და, მაგ­რამ ალიმ ას­ლა­ნო­ვი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მას არ აძ­ლევ­და.

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს მოკ­ლუ­ლის ფო­ტოს და წერს: "ან­გე­ლო­ზი, გარ­დაც­ვლი­ლი 14 წლის გოგო, ჯერ და­ი­ნიშ­ნეს მერე მო­ი­ტა­ცეს, არ მჯე­რა მისი მშობ­ლე­ბის არც ერთი სი­ტყვის, ტყუ­ლი ცრემ­ლე­ბით თა­ვი­სი გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლო­ბენ, ამა­ზე უა­რე­სი ქე­ი­სე­ბიც მი­ნა­ხია, სას­ტი­კად მო­ტა­ცე­ბუ­ლი და 4 კა­ცის თვა­ლის­წინ გა­უ­პა­ტი­უ­რეს გოგო, რო­მე­ლიც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო დე­და­მი­სი და მა­მა­სმი­სი ზე­წო­ლას ახ­დენ­დნენ რომ არ უჩივ­ლოს ბიჭს, ეს სცე­ნა დღემ­დე მა­ნად­გუ­რებს...".

რო­გორც დმა­ნი­სის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსცენ­ტრის უფ­რო­სი მაია ხმა­ლა­ძე ამ­ბობს, მას შემ­დეგ რაც 14 წლის გო­გო­ო­ნა სკო­ლა­ში არ გა­მო­ცხად­და, მო­ი­კი­თხეს, თმცა მშბ­ლებ­მა თქვეს, რომ მათი შვი­ლი სტუმ­რად იყო.

"სკო­ლამ მო­ი­კი­თხა, საქ­მის კურ­სში ჩა­ა­ყე­ნა, რომ არ ცხად­დე­ბა ბავ­შვი სკო­ლა­ში, თუმ­ცა მშობ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ 2 დღე­ში აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­დო­და, სტუმ­რად იყო წა­სუ­ლი გარ­და­ბან­შიო.

გო­ნივ­რუ­ლი ეჭ­ვიც არ ჰქო­ნია არა­ვის, არც სკო­ლამ იცო­და და არც ჩვენ ვი­ყა­ვით საქ­მის კურ­სში. სას­წავ­ლო წელი და­ამ­თავ­რა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, სრუ­ლად, ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და კარ­გი გო­გო­ნა იყო. 23 რი­ცხვში კი დამ­რი­გე­ბელ­მა და­უ­რე­კა მშო­ბელს, ის არ გა­მო­დი­ო­და კონ­ტაქ­ტზე. მხო­ლოდ მა­შინ მო­ვი­და, რო­დე­საც და­ი­ბა­რეს სკო­ლა­ში ეს მოხ­და 5 ოქ­ტომ­ბერს და თქვა, რომ 2 დღე­ში მო­ვი­დო­და ბავ­შვი სკო­ლა­ში," - აცხა­დებს ხმა­ლა­ძე.

წყარო: ambebi.ge 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×