რეზონანსი
07.10.2023

ასეთი ფართომასშტაბიანი ტერორისტული შემოჭრა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათწლეულების განმავლობაში ისრაელს არ ახსოვს, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამ „ქრონიკაში" განაცხადა. მისი თქმით, ებრაულ დასახლებებში ტერორისტები ჯერ კიდევ არიან და ზოგიერთ დასახლებას აკონტროლებენ.

„გატაცებული ადამიანების ზუსტი რიცხვი ჯერ კიდევ ცნობილი არ არის. გარდაცვლილთა რიცხვა 100 გადააჭარბა. ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე არის დაჭრილი და დაშავებული. ახლა არ იყო ისეთი ფაქტორი, რასაც შეიძლებოდა ასეთი ფართომასშტაბიანი ტერორისტული შემოსევა გამოეწვია. 2021 წლის მაგალითი რომ ავიღოთ, იმ პერიოდში ეს იყო ტაძრის მთაზე რაღაც გარკვეული მოქმედებების ჩატარება, ისრაელის მხრიდან იყო რაღაც ნაბიჯები, რომელსაც მოჰყვა საპასუხო ნაბიჯები და გაფრთხილებით თავდასხმა. მაგრამ ასეთი ფართომასშტაბიანი ტერორისტული შემოჭრა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათწლეულების განმავლობაში ისრაელს არ ახსოვს", - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×