რეზონანსი
07.10.2023

ისრაელის თავდაცვის ძალების უმაღლესი წარმომადგენელი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ „ჰამასის" ტერორისტულმა დაჯგუფებამ ღაზას სექტორში ისრაელის მოქალაქეები მძევლად აიყვანა.

ისრაელის თავდაცვის ძალების უმაღლესი სპიკერის თქმით, სამხრეთ ისრაელში ბრძოლა 22 ლოკაციაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„ოთხი დივიზია განლაგებულია ღაზას საზღვართან და უერთდება 31 ბატალიონს, რომლებიც უკვე იქ არიან", - აღნიშნა ჰაგარიმ.

როგორც ჰაგარიმ აღნიშნა, ბრძოლაში დაიღუპნენ ისრაელის ჯარისკაცები, თუმცა მძევლებისა და დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. მედიის ცნობით, ტერორისტული ჯგუფის, „ჰამასის" თავდასხმის შედეგად, ისრაელში, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოებში ამ დროისთვის 908 დაშავებულია გადაყვანილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა" აიღო. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×