რეზონანსი
07.10.2023

ისრაელში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ ვგმობთ საშინელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა და გამოვხატავთ სოლიდარობას ისრაელის მთავრობისა და ხალხის მიმართ. თანავუგრძნობთ ამ საზარელი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას", - აღნიშნულია სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×