რეზონანსი
07.10.2023

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობასა და ხალხს იმისთვის, რომ ჩვენს გვერდით დგანან. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც პოსტს აქვეყნებს ან პირად შეტყობინებას აგზავნის და ისრაელზე ფიქრს ერთი წუთი მაინც დაუთმო, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა imedinews-ს განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს ისრაელის მოსახლეობა საშინელი დილის მომსწრე გახდა.

„ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" ისრაელის მოქალაქეებზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო. მილიონობით ადამიანი დილიდან თავშესაფარშია. გარდა ამისა, „ჰამასის" ათობით ტერორისტი ღაზადან ისრაელში ადგილობრივი ოჯახების მოკვლის მიზნით გადავიდა. ისრაელის ათასობით მოქალაქე ჯერ კიდევ საკუთარ სახლშია ჩაკეტილი და ტერორისტებისგან იმალება.

ეს არის იმ ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული თავდასხმა, რომელთაც „ჰამასი" ხელმძღვანელობს, ისრაელის მხრიდან ყოველგვარი საბაბის ან წინასწარი ქმედებების გარეშე. ისრაელი ყველაფერს გააკეთებს თავისი მოქალაქეების დასაცავად და ჰამასს პასუხისმგებლობას დააკისრებს. ღაზას სექტორის მოსახლეობა ისრაელის მტერი არ არის. „ჰამასი" მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებიდან შეგნებულად და მიზანმიმართულად მოქმედებს", - განაცხადა ელჩმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. შედეგად დაიღუპა 40, ხოლო დაშავდა 740 მოქალაქე. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×