რეზონანსი
07.10.2023

ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი თანაგრძნობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, სიცოცხლის ხელყოფასა და უამრავი ადამიანისთვის სერიოზული დაზიანებების მიყენებას. გულითადად თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს, ხოლო ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 22 და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა" აიღო. ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ამ დროის მონაცემებით, ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამის სამსახურებთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×