რეზონანსი
07.10.2023

როგორც ჩანს, ნიკა მელიას ცალკე პარტიის შექმნის მოტივაცია დიდი აქვს. მას „ნაციონალურ მოძრაობაში" აღარ დაედგომება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბატონი მელია თუ მოინდომებს, გავიდეს ცალკე იმუშაოს და ასე შემდეგ, როგორც ჩანს, ამის მოტივაცია ბევრი აქვს. ჯერ ერთი, მას იმ პარტიაში აღარ დაედგომება, სადაც ის იყო. მგონია, რომ მის მიერ ნათქვამი საყვედურები მისი მოქმედი თუ ყოფილი თანაპარტიელების მიმართ, მართებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ვინმესთან მორალური უპირატესობა აქვს, რადგან იმათგან ნათქვამი ბრალდებებიც, სამწუხაროდ, ასევე მართებულია. დარჩებიან თუ გავლენ, მაგალითად, ამ დროის განმავლობაში, ვიდრე ისინი რჩებიან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ერთიანი, კონსოლიდირებული პოლიტიკური პარტია. ერთიანი ხედვით, ეს ასე არ არის.

იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც პიკს მიაღწია ესკალაცია, ერთმანეთისადმი ბრალდებებმა და დაპირისპირებამ ამ პარტიაში, ამის შემდეგ ეს პარტია, როგორც ერთიანი, აღარ არსებობს", - განაცხადა სარჯველაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წუთებში საკუთარ სამომავლო გეგმებს წარადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×