რეზონანსი
07.10.2023

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავს.

როგორც ლიდერები ამბობენ, შეხვედრაზე ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, თავისი პოზიცია დააფიქსიროს, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, უნდა გამოეყოს თუ არა მელიას ფლანგი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის და ათასობით თანამოაზრისთვის. დღეს შევიკრიბეთ თანამოაზრეები, მეგობრები, რომლებსაც არა მარტო გვინდა უკეთესი სახელმწიფო და მომავალი, არამედ გვჯერა მომავლის, წარმატების, რომ გამარჯვება იქნება და ამაში საკუთარ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ, ქვეყნის გამარჯვების საქმეში. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა ამ ფორმატში შეკრება, სადაც ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ, პარტიაში შექმნილ რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო ვითარებაზე, ქვეყანაში შექმნილ მძიმე კრიზისულ ვითარებაზე და როგორ ვხედავთ ამის დაძლევის გზებს.

კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ თანამოაზრეებმა ერთად და არა ორმა და ხუთმა ადამიანმა. ვხედავთ, რომ იმაზე მეტი თანამოაზრე მოვიდა, ვიდრე ველოდით და ძირითადად, აქ არის თბილისიდან თანამოაზრეები და მხოლოდ დაახლოებით 150 ადამიანი რეგიონებიდან. ვნახოთ, შევხედოთ, შეიძლება. გახდეს საჭირო დამატებითი შეხვედრები სხვადასხვა ქალაქში, ეს ყველაფერი დამოკიდებულია შეხვედრის მიმდინარეობაზე და გადაწყვეტილებებზე, რომელსაც მივიღებთ. მე ვიქნები იქ, სადაც იქნება ხალხის ინტერესი ასახული პოლიტიკაში, ეს არის პრინციპულად გადამწყვეტი ჩემთვის", - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეკრებას პარტიის მენეჯმენტი არ ესწრება, მელიას გუნდის გარდა სასტუმრო „ბილტმორში" მივიდნენ სოფო ჯაფარიძე და ხატია დეკანოიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×