რეზონანსი
07.10.2023

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „ჰამასის" თავდასხმების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 545-მდე გაიზარდა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 22 პირი.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

არსებული გამოწვევის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა რეზერვისტების გამოძახების ბრძანებაც გასცა.

ღაზას სექტორიდან ისრაელზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინის ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა" აიღო. მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ახლა სრულმასშტაბიან ომშია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×