რეზონანსი
07.10.2023

სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში, სა­დაც 14 წლის გო­გო­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას­თან არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყოფ­მა 27 წლის ალიმ ას­ლა­ნოვ- სა­დი­გოვ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა და და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მოკ­ლუ­ლი წარ­მო­შო­ბით დმა­ნი­სის სო­ფელ მა­მიშ­ლო­დან არის. რო­გორც ირ­კვე­ვა, გო­გო­ნა, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 თვეა, რაც გა­ა­თხო­ვეს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ბი­ძას შვი­ლის ქორ­წი­ლი უნდა გა­და­ე­ხა­და. ქმარ­მა კი გო­გო­ნას სწო­რედ ქორ­წი­ლის სამ­ზა­დი­სის დროს ეს­რო­ლა. ის ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა...

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მამა ამ­ბობს, რომ ქორ­წი­ნე­ბა გო­გო­ნას მშობ­ლე­ბის თან­ხმო­ბით მოხ­და.

„კარ­გად იყ­ვნენ, რა ვიცი აქ იყ­ვნენ. და­ნიშ­ნუ­ლე­ბი იყ­ვნენ, გო­გოს მშობ­ლე­ბიც თა­ნახ­მა იყ­ვნენ. მა­გა­რი გოგო იყო. იქ რა მოხ­და არ ვიცი, არა­ვინ არ იცის. ალ­ბათ ახა­ლი ია­რა­ღი იყი­და, არ ვიცი სა­ი­დან ჰქონ­და. პო­ლი­ცია ეძებს, ჩვენც ვე­ძებთ, ნერ­ვი­უ­ლი ბიჭი იყო" - ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის მამა..

რას ამ­ბობს ლამ­ბა­ლო­ში მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ალი­ხარ აბ­დუ­ლა­ე­ვი მომ­ხდარ­ზე?

„რო­გორც ვიცი, და­ნიშ­ნუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ 3 თვე არ იქ­ნე­ბა, რაც გოგო მო­ი­ტა­ცა და ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა, 15 დღე­ში ქორ­წი­ლი უნდა ჰქო­ნო­დათ, გოგო დმა­ნი­სე­ლი იყო. ზუს­ტად არ ვიცი, მაგ­რამ, ამ­ბო­ბენ, 14 წლის არი­სო, სო­ფელ­ში არა­ვინ იცის, რა­ტომ ჩა­ი­დი­ნა მან ეს მკვლე­ლო­ბა. სახ­ლში ია­რა­ღით მო­უკ­ლავს. ვი­ყა­ვი მათ­თან მი­სუ­ლი, მაგ­რამ არა­ვინ დამ­ხვდა. ცხე­და­რი სა­გა­რე­ჯო­ში ექ­სპერ­ტი­ზა­ზეა გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლია. მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ჯერ­ჯე­რო­ბით სოფ­ლის­თვის უც­ნო­ბია. ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტია. ეს ბიჭი ალიმ ას­ლა­ნოვ - სა­დი­გო­ვი 27 წლის იყო. მწყემ­სია, არ იყო კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი. თუმ­ცა მას­ზე ცუდი არა­ფე­რი გა­მი­გია. რა­ტომ და­ატ­რი­ა­ლა ეს ამ­ბა­ვი, არ ვი­ცით. ამ სახ­ლში, სა­დაც ტრა­გე­დია მოხ­და, ასე­ვე ცხოვ­რო­ბენ ბი­ჭის მშობ­ლე­ბი და ძმა, არ ვიცი, ამ ტრა­გე­დი­ის დროს იყ­ვნენ თუ არა ისი­ნი სახ­ლში", - ამ­ბობს მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×