რეზონანსი
07.10.2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარი, უმძიმესი მკვლელობის საქმეზე, ამ დრომდე გამოკითხვები გრძელდება. პოლიცია 28 წლის მამაკაცს ეძებს, რომელმაც მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 14 წლის გოგო ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

არასრულწლოვანი 2 თვის გათხოვილი იყო, ქმარმა კი მას ნათესავის ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. მიღებული ჭრილობის შედეგად, გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

იძულებითი ქორწინების მსხვერპლი ცდილობდა მამაკაცისგან თავი დაეღწია და მშობლების სახლში დაბრუნებულიყო, რის გამოც მათ შორის კონფლიქტი საკმაოდ ხშირი იყო.

საქმეზე იკითხებიან ის ადამიანები, ვინც უშუალოდ შეესწრო მკვლელობას. ძებნილი მამაკაცის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი ძირითადად სახლში არ იმყოფებოდა, მას აქვს ფერმა და დიდ დროს სწორედ იქ ატარებდა ხოლმე. თუმცა, ასევე მისი განცხადებით, მან იცოდა მისი შვილი არაკანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდა.

სოფელში ამბობენ, რომ 28 წლის ძებნილ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

მან 14 წლის გოგონა დმანისის რაიონის სოფელ მამიშლადან მოიტაცა, დანაშაული დაახლოებით 2 თვის წინ არის ჩადენილი. იცოდნენ თუ არა ფაქტის შესახებ სკოლაში სადაც ის სწავლობდა. ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ.

„სკოლამ მოიკითხა, საქმის კურსში ჩააყენა, რომ არ ცხადდება ბავშვი სკოლაში, თუმცა მშობლებმა განაცხადეს, რომ 2 დღეში აუცილებლად მოვიდოდა, სტუმრად იყო წასული გარდაბაშიო.

გონივრული ეჭვიც არ ჰქონია არავის, არც სკოლამ იცოდა და არც ჩვენ ვიყავით საქმის კურსში. სასწავლო წელი დაამთავრა ჩვეულებრივად, სრულად, ძალიან მოწესრიგებული და კარგი გოგონა იყო. 23 რიცხვში კი დამრიგებელმა დაურეკა მშობელს, ის არ გამოდიოდა კონტაქტზე. მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც დაიბარეს სკოლაში ეს მოხდა 5 ოქტომბერს და თქვა, რომ 2 დღეში მოვიდოდა ბავშვი სკოლაში", - აცხადებს დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაია ხმალაძე.

წყარო: რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×