რეზონანსი
07.10.2023

ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადბს, რომლის კომენტარსაც ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმით და ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ქალაქებში შეჭრით „მძიმე შეცდომა" დაუშვა.

„დღეს დილით ჰამასმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და დაიწყო ომი ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს!" - ნათქვამია გალანტის განცხადებაში.

ამ წუ­თებ­ში მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ის­რა­ე­ლია, სა­დაც „ჰა­მა­სი" შე­იჭ­რა და სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი სი­რე­ნე­ბის ხმა ის­რა­ე­ლის სამ­ხრეთ და ცენ­ტრა­ლურ რე­გი­ო­ნებ­ში ერთ სა­ათ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­მო­და.

ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შე­ტე­ვებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა „ჰა­მა­სმა" აიღო და დაჯ­გუ­ფე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ მათ ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია, სა­ხელ­წო­დე­ბით „ალ-აქ­სას ქა­რიშ­ხა­ლი" და­ი­წყეს. და­ღუ­პულ­თა და და­შა­ვე­ბულ­თა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია.

ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ცოტა ხნის წინ საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა გა­მო­ა­ცხა­და.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×