რეზონანსი
07.10.2023

უმძიმესი ფემიციდის შემთხვევა - 14 წლის გოგო საკუთარმა ქმარმა, 30 წლის ალიმ ასლანოვმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. დანაშაული საგარეჯოს სოფელ ლამბალოში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ცოლ-ქმარი ნათესავის ქორწილში წასასვლელად ემზადებოდა და მკვლელობაც ამ დროს მოხდა.

მოკლული გოგონა წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო. ის 2 თვეა რაც გაათხოვეს, თუმცა არასრულწლოვანი ქორწინების წინააღმდეგი იყო და მთელი ამ პერიოდის მანძილზე სახლიდან თავის დაღწევას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობამდე სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი სწორედ აღნიშნული საკითხი იყო და მაშნ, როდესაც გოგონა სახლიდან გაქცევას ცდილობდა ქმარმა სანადირო თოფიდან ესროლა.

ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სამი ჭრილობისგან 14 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, დამნაშავე კი მიიმალა და მას პოლიცია ეძებს.

„გავიგეთ, რომ ქმარმა მოკლა ცოლი. ფსიქიური პრობლემები აქვს. მგონი, პატარა იარაღი ჰქონდა და იქიდან ესროლა. მიზეზი ალბათ ცოლობაზე უარის თქმაა. შემთხვევა ბიჭის ბიძის სახლში მოხდა", - ამბობს ადგილობრივი.

„ამბობენ, რომ თოფი ესროლა. გაქცეულია და გავიგე, რომ ჯერ დაკავებული არი არის. მკვლელობა ბიძამისის სახლში მოხდა, დაახლოებით პირველი საათი იქნებოდა. გოგონას სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. ერთი მუცლის არეში, მეორე გულში და მესამე ხელში", - ამბობს კიდევე რთი ადგილობრივი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკას 16-დან 20-წლამდე პატიმრობა, ან უვადო თვაისუფლების აღკვეთა ელის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×