რეზონანსი
07.10.2023

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა პრემიერ-მინისტრის ესპანეთში ვიზიტი და იქ გაკეთებული გზავნილები შეაფასა.

„მხოლოდ ნიუ-იორკსა და ესპანეთში პრემიერის ვიზიტები რომ შევაჯამოთ, იმდენად დიდი მხარდაჭერაა ჩვენი ქვეყნის მიმართ და იმდენად აღიარება ხდება იმ პროგრესის, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, რომ შეუძლებელია, ეს გონივრულმა და პოზიტიურმა ადამიანმა არ შეაფასოს. მაქვს იმედი, ეს მხარდაჭერა სამართლიან გადაწყვეტილებაში აისახება", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე პრემიერ მინისტრმა კოლეგებისგან მიიღო დასტური, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და რომ საქართველოს 12 რეკომენდაციაზე აქვს პროგრესი. ირაკლი ღარიბაშვილს ევროპელმა კოლეგებმა დაუდასტურეს ისიც, რომ წლის ბოლოს მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×