რეზონანსი
06.10.2023

ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მოსახლეობა საპროტესტო აქციებს აგრძელებს. ადგილობრივებმა მუნიციპალური ნაგავსაყრელის შესასვლელი გადაკეტეს. მოსახლეობა დასახლების მიმდებარედ ნაგავსაყრელის არსებობას აპროტესტებს.

მათი თქმით, მომწამლავი და ტოქსიკური სუნის გამო ადგილზე ცხოვრება შეუძლებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ადგილობრივების თქმით, ვიდრე არ მოხდება ნაგავსაყრელის გადატანა, პროტესტს არ შეწყვეტენ.

ადგილზე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი იმყოფება. მისი თქმით, პრობლემაა ალტერნატიული ადგილის შერჩევა, რადგან ყველგან მოსახლეობა აპროტესტებს.

ადგილზე პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×