რეზონანსი
06.10.2023

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ბევრი რამ გაკეთდა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მთავარი გზავნილია - გამოიყენეთ შესაძლებლობა, რათა წინ წაწიოთ პროცესი, იყავით მკაფიო რეფორმების პროცესში და პოლიტიკაში, რომელზეც შეთანხმებულები ვართ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე „ქრონიკის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს გაფართოების ხანგრძლივი ისტორია. გაფართოების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეს ქვეყნებისა და საზოგადოებისთვის უზარმაზარი ბენეფიტის მომტანი იყო. გაწევრიანებას სარგებელი მოჰქონდა არამარტო ახალი წევრებისთვის, სადაც ცხოვრების დონე ძალიან სწრაფად იზრდებოდა, არამედ უზარმაზარი სარგებელი მოჰქონდა მთლიანად ევროკავშირისთვის. ჩვენი უდიდესი სიძლიერე ერთიანი ბაზარია და ამ ბაზრის გაზრდა დამატებით ღირებულებას წარმოადგენს ყველასთვის", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×