რეზონანსი
06.10.2023

ეს არ არის სტანდარტული ოპოზიცია, ეს არის პოპულისტური, რადიკალური, ექსტრემისტული ძალა და ეს ასე უნდა თქვან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს, რომ პრემიერი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ესპანეთში ევროპელი ლიდერებისგან მიიღო გარანტიები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

კობახიძის თქმით, თუ რა არის სიმართლე, ამის შესახებ პრემიერმა ისაუბრა.

„ისინი არ არიან სტანდარტული ოპოზიცია, ისინი არიან პოპულისტური, რადიკალური, ექსტრემისტული ძალა და ეს ასე უნდა თქვან. ამბობენ, ხან პრემიერი იტყუება, ხან მე, ხან სხვა. რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს მათი ნარატივია. რაც არ უნდა იცოდნენ, ამბობენ, რომ ვიტყუებით. სიმართლე რა არის, ამაზე ისაუბრა პრემიერმა. ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი პროცესებს და სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×