რეზონანსი
06.10.2023

თუ ევროკავშირის ელჩს არ აქვს იმის რესურსი და შესაძლოა, ეს რესურსი მას არ ჰქონდეს, მან ააღებინოს ხელი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება სათანადო სამართლებრივი ინსტრუმენტებით, ავაღებინოთ ხელი სალომე ზურაბიშვილს, კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

იგი იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა. პაპუაშვილმა „ნაცმოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის დაკავება და მის მიერ კანონის დარღვევის ფაქტი გაიხსენა და აღნიშნული შემთხვევა სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს შეადარა. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მას ახსოვს ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მაშინდელი ელჩის განცხადება, რომ მელიას დაკავება ხელს არ შეუწყობდა პროცესების სწორად განვითარებას.

„ძალიან მარტივი იყო მისთვის, დაერწმუნებინა მელია, გადაეხადა გირაო, რაზეც მან მითხრა, რომ იგი არ გეგმავდა ამის გაკეთებას. შემდეგ თქვენ გახსოვთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო სწორი, მელიას დაკავება იყო სწორი და ლეგიტიმური. ისტორიას დარჩა კარლ ჰარცელის არასწორი განცხადება და ასევე ისტორიას დარჩა სტრასბურგის სამართლებრივი შეფასება, რომ ხელისუფლების თითოეული მოქმედება ეფუძნებოდა სამართლის უზენაესობის პრინციპსა და სამართლის განუხრელ დაცვას.

რაც შეეხება ამ შემთხვევას, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ევროკავშირის მოქმედ ელჩს ყველაფრის გამო, თუმცა აქ ერთი რამ მინდა აღვნიშნო. თუ აქვს მას რესურსი, მაშინ ააღებინოს ხელი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე. ვფიქრობ, მას არ აქვს ამის რესურსი. ასეთ პირობებში ყველამ უნდა გვაცადოს ჩვენ, რომ დავიცვათ სამართლის უზენაესობა. თუ ევროკავშირის ელჩს არ აქვს იმის რესურსი და შესაძლოა, ეს რესურსი მას არ ჰქონდეს, მან ააღებინოს ხელი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება სათანადო სამართლებრივი ინსტრუმენტებით, ავაღებინოთ ხელი სალომე ზურაბიშვილს, კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, რადგან სამართლის უზენაესობის დაცვაზე პასუხისმგებელი არის არა რომელიმე ელჩი, არამედ საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი კონსტიტუციური ორგანოები", - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე იმპიჩმენტის პროცედურა არ უწყობს ხელს საქართველოში დეპოლარიზაციას. პირიქით, ეს პოლარიზაციას აძლიერებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე.

სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×