რეზონანსი
06.10.2023

თუ ხელისუფლების შეცვლა უნდათ, აგერ, ერთ წელიწადში ამის პირობა, არჩევნები იქნება და სცადონ ხელისუფლება არჩევნებით შეცვალონ. არც ცდილობენ და კარვები უნდათ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა და ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, არჩევნები მოსახლეობის უმრავლესობის გადასაწყვეტია და ოპოზიციას მოსახლეობის უმრავლესობა არ აწყობს, მოსახლეობის უმცირესობა, ოპოზიციურად განწყობილები სჭირდებათ, რომლითაც გადატრიალდება ხელისუფლება.

„კარავი საშუალებაა, რომ დესტაბილიზაცია გაახანგრძლივო. ზურგჩანთაზეც დაიწყება კონტროლი, თუკი რევოლუციას ელოდებიან. ოპოზიციას რატომ აწუხებს კარვების დადგმა? სიტყვის თავისუფლება ვისაც აწუხებს ის ოპოზიციაა ხომ. კარავი სიტყვის თავისუფლებისთვის აუცილებელია? კომიკური მდგომარეობა რომ იქმნება, ვერ ვატყობთ? ანუ, სადაც კარვები არ არის, იქ სიტყვის თავისუფლება არ არის? მთელს დასავლეთში სიტყვის თავისუფლებაა, მილიონიანი დემონსტრაციებია, იქ კარვებს არ შლიან. აუცილებელია კარავი დემონსტრაციისთვის? აი, რევოლუციისთვის კი, აუცილებელია. განსხვავებას ვხვდებით? 2012 წლამდე ქართული პოლიტიკა ეროვნული მოძრაობის გამოცდილებაზე იყო დაყრდნობილი. ხელისუფლების ყველა ცვლილება რევოლუციური იყო. რევოლუცია ახლაც მზადდება. ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით ერთხელ მოვახერხეთ. გავაგრძელოთ იგივე. კი ბატონო, თუ ხელისუფლების შეცვლა უნდათ, აგერ, ერთ წელიწადში ამის პირობა, არჩევნები იქნება და სცადონ ხელისუფლება არჩევნებით შეცვალონ. არც ცდილობენ და კარვები უნდათ. რატომ? იმიტომ, რომ არჩევნები მოსახლეობის უმრავლესობის გადასაწყვეტია და მოსახლეობის უმრავლესობა არ აწყობთ. მოსახლეობის უმცირესობა, ოპოზიციურად განწყობილები სჭირდებათ, რომლითაც გადატრიალდება ხელისუფლება. ესაა რევოლუცია, მეტი ხომ არაფერი",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ გადაცემა „დღის ნიუსრუმში",

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×