რეზონანსი
06.10.2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შედეგად გამოვლენილი ფაქტები, რომელიც საზოგადოებას ეცნობა, რეალურია.

„ოპოზიციის წარმომადგენლები თავს იკატუნებენ, სად და როგორ ხდებაო, მაგრამ შევახსენებ - ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც ყოფილი პრეზიდენტი კონტეინერით შემოაპარეს და ვიცით, რომ ამაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახური იყო ჩართული. ოპოზიციის წარმომადგენლები ისე ირონიით ეკიდებიან ამ კანონს, არეულობის მოწყობა თითქოს გამოგონილი თემა იყოს. ერთადერთი, ვისაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი „დასუსხავს“ იქნებიან ისინი, ვისაც ამ ქვეყანაში გადატრიალება უნდათ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 74 ხმით, 22-ის წინააღმდეგ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო. კანონის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×