რეზონანსი
06.10.2023

21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით თბილისი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს „საჩუქარი“ მასპინძლობს.

ფესტივალი „საჩუქარი“ 1997 წელს დაარსდა და უკვე 26-ე წელია რაც მსოფლიო სახელოვნებო ავანგარდში მოისაზრება. ფესტივალი ქვეყნის თანამედროვე კულტურული პროცესების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრესს ასახავს.  სახელოვნებო ხარისხითა და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით „საჩუქარი“ პრესტიჟული ევროპული ფესტივალების რიგში დგას. 

წელს, ფესტივალი შვეიცარიული ფოკუსის ფარგლებში გაიმართება და საპატიო სტუმრების საფესტივალო შეხვედრებთან ერთად, მაყურებელს სამ სპექტაკლს შესთავაზებს:

- „გოგონა ნილის ძრავების ქარხნიდან” - რეჟისორი ტომ ლუცი;

- „ამორ“ - რეჟისორი თეოდორ ტერზოპულოსი;

- „დიდების კედელი” - რეჟისორი ლეონარდო მანზანი.

1-დან 7 ნოემბრის ჩათვლით  სპეციალურად მოწვეულ სტუმრებთან ერთად საფესტივალო შეხვედრები და პანელური დისკუსიები გაიმართება: 

- 2 ნოემბერი, 16:00 | ლორენცო პაპაგალო - საერთაშორისო კურატორი

- 4 ნოემბერი, 16:00 | ჯანი ფორტე - ვენეციის ბიენალეს დირექტორი

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინოთ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი” ბილეთები და ისარგებლოთ 15%-იანი ფასდაკლებით ბმულზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×