რეზონანსი
05.10.2023

როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ძალების ბაზირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რასაც ვერ აღწევს გლობალური ომის პარტია, იმის მცდელობაა ოკუპაციის ავტორების მხრიდანაც

ამასთან მდინარაძე აცხადებს, რომ "გლობალური ომის" პარტიაში არ იგულისხმება არც ევროკავშირი და არც ამერიკა"

"რასაც ვერ აღწევს გლობალური ომის პარტია, იმის მცდელობა დიახ, დაგიდასტურებთ, რომ არის საოკუპაციო მხრიდანაც. ოკუპაციის ავტორების მხრიდანაც ვხედავთ მსგავსის მცდელობას, პროვოკაციული და უკიდურესად დამაზიანებელი განცხადებებით, რომელიც დღეს ვიხილეთ.

აბსოლუტურად ვიზიარებ საგარეო საქმეთა სამინისტროს შეშფოთებას, იმასთან დაკავშირებით, რა განცხადებაც გაკეთდა. ეს სამწუხაროდ თან სდევს იმ მავნებლობას, რაც ოკუპაციის სახით ქვეყანას აქვს მოვლენილი. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება მარტოა საქართველოს ინტერესების დაცვაში, მაშინ, როცა ერთი მხრივ, საკმაოდ გავლენიან ძალებად გვევლინებიან გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები და მათი ადგილობრივი წარმომადგენლობა, მეორე მხრივ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, საოკუპაციო რეჟიმის, ოკუპანტი ქვეყნის და მისი მარიონეტების სახით.

ჩვენი პარტნიორები ის მხარეა, რომელთან ერთადაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გაძლიერდეს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმებზე, რუსეთზე, როგორც ოკუპანტ ქვეყანაზე, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ჩვენი გზა უნდა იყოს მშვიდობიანი", - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×