რეზონანსი
05.10.2023

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის, რომ ქვეყანამ ბოლო 3 წელიწადში მოახერხა მშპ-ის გაორმაგება დოლარში, აღტაცებას იწვევს ჩვენს ევროპელ კოლეგებში, ყველა არის სასიამოვნოდ გაოცებული, რომ ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა, დაბალი ინფლაცია და ყველა პარამეტრი არის გაუმჯობესებული

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა გააგრძელებს ბრიუსელთან მუშაობას, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში კომისიამ თავისი მოსაზრება უნდა გამოაქვეყნოს სტატუსთან მიმართებაში და მანამდე საქართველოს კიდევ უფრო მეტი პროგრესის ჩვენება შეუძლია.

„მინდა აღვნიშნო, რომ ყველა არის სასიამოვნოდ გაოცებული, რომ ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა, ძალიან დაბალი ინფლაცია და ყველა პარამეტრი არის გაუმჯობესებული და ძლიერი. ის, რომ ქვეყანამ ბოლო სამ წელიწადში მოახერხა მთლიანი შიდა პროდუქტის გაორმაგება დოლარში, ეს რა თქმა უნდა, იწვევს აღტაცებას ჩვენს ევროპელ კოლეგებში. ასევე იციან, რომ მშვიდობას და სტაბილურობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იციან, რომ მშვიდობის გარეშე არაფერი არ იქნება, რეგიონში იქნება სრული გაუგებრობა. ამ ყველაფერს აფასებენ ჩვენი ევროპელი მეგობრები და კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მათთან კომუნიკაციას, გვექნება მუშაობა ბრიუსელთან, მჭიდრო მუშაობა. ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში ველოდებით რეკომენდაციას, კომისიამ უნდა გამოაქვეყნოს ოფიციალურად მისი მოსაზრება სტატუსთან მიმართებაში და მე ვფიქრობ, რომ მანამდე ჩვენ კიდევ უფრო მეტი პროგრესის ჩვენება შეგვიძლია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×