რეზონანსი
05.10.2023

„ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

სეფაშვილის თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნების გზით ვერ დაამარცხებს ხელისუფლებას და ამიტომ ცდილობს ყველა თემაზე აჟიოტაჟის ატეხას.

„ოპოზიციის ეს გაწამაწია და ვაი უშველებელი არის მხოლოდ ერთადერთი მიზეზით - ძალიან კარგად იციან, რომ სამართლებრივად, არჩევნებით ვერ დაამარცხებენ „ქართულ ოცნებას" და იმ ხელისუფლებას, რომელიც მშვიდობას იცავს ქვეყანაში. აი ეს გეგმაც, რომ პროვოკაციულად, სისხლიანად მოახდინონ ქვეყანაში გადატრიალება, ესეც ჩაეფუშათ და სწორედ ამიტომ არიან ახლა ასეთი გამწარებულები," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×