რეზონანსი
05.10.2023

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, არ გამორიცხავს, „ნაცმოძრაობა" პოლიტიკურად ვაჭრობდეს იმპიჩმენტის თემით და საკუთარი ხმების სანაცვლოდ, სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდეს.

თუმცა, ვოლსკის თქმით, სასაცილოა, რომ გიორგი გახარიას გუნდი ასეთი უსუსური მოსაზრებების გარშემო ერთიანდება.

„სასაცილოა, რომ გიორგი გახარიას გუნდი ერთიანდება ასეთი უსუსური მოსაზრებების გარშემო, რათა „ქართულ ოცნებას" და „ნაცმოძრაობას" ერთიანად შეუტიოს და წარმოადგინოს თავის მესამე პოლუსზე მოსვლის მტკიცებულება, რაც არსებობს, რადგან მათი შექმნის დღიდან „ნაცმოძრაობასთან" გარიგებაა", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მესამე დღეა, მიმდინარეობს. კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს დაიწო. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პარლამენტის 80-მა წევრმა წარადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×