რეზონანსი
05.10.2023

ვთვლიდი, რომ ამ პარტიის მენეჯმენტს არასწორი კურსი ჰქონდა აღებული, სწორედ ამიტომ დავტოვე „ნაციონალური მოძრაობა" და ვფიქრობ, მივიღე ძალიან სწორი გადაწყვეტილება, პარტია, რომ მძიმე მდგომარეობაშია, ამას თავად „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ადასტურებენ ჩემთან პირად საუბრებში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, პარტიის ასეთ მდგომარეობაში და ასეთ ბრძოლაში შესვლა არ არის ეფექტური.

„რაც შეეხება ნიკა მელიას დაგეგმილ შეკრებას, ვერ გეტყვით მისი პოზიცია როგორი იქნება. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანია პარტიაში, ვისაც რეალურად აწუხებს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაცაა, მაგალითად პოლიტსაბჭოს და თავმჯდომარის არჩევნები, ის, რომ მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი იყო გამოყენებული ძალიან არასწორად. მე ბოლო პერიოდის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არაფერი მსმენია. ვეკითხები ხოლმე პარტიის წარმომადგენლებს პირად საუბარში როგორ არის ადამიანი, იქიდან სხვა ინფორმაცია არ გამოდის. რაც შეეხება იმას, მე ვიქნები თუ არა მელიას შეხვედრაზე, მოსაწვევი არ მიმიღია, ყოველ შემთხვევაში, არც ნიკასთან არ მქონია საუბარი. ნიკასთან და ძალიან ბევრ ადამიანთან ჩემი ურთიერთობა დიდი ხნის წინ დაიწყო. ვერ გეტყვით, რა იქნება 7 ოქტომბერს მთავარი გეგმა. ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ მქონია ნიკასთან ან პარტიის წევრებთან. თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უკმაყოფილოა სწორედ იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაც პარტიაშია", - განაცხადა დეკანოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×