რეზონანსი
05.10.2023

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები,

თითქოს არგუმენტები არ არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებულ დესტაბილიზაციის საქმეში, არსებული რეალობის გადაფარვის მცდელობაა. მან გაიხსენა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ამბავიც და აღნიშნა, რომ ესეც სწორედ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას უკავშირდებოდა.

"როდესაც 18 სექტემბერს გაკეთდა საგანგაშო განცხადება, დაიწყეს ქილიკი ამის შესახებ, რომ მორიგი განცხადება და ა.შ. რომელ მორიგ განცხადებაზეა საუბარი?! მიხეილ სააკაშვილი კონტეინერით ჩვენ გამოვაგზავნეთ უკრაინიდან?! და რა მიზნებს ისახავდა, რომ მიტინგი, რომელიც დაგეგმილი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დამთავრებისთანავე, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას უნდა გამოსცხადებოდა და ქაოსური პროცესები უნდა წარმართულიყო. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რაიმე საფრთხე არ შეექმნას. თვითონ ის მანიფესტანტებიც უნდა იყვნენ მშვიდობიანად ორგანიზებული და მათ მშვიდობიან პროტესტს რაიმე საფრთხე არ უნდა ექმნებოდეს. ოპოზიციის განცხადება, თითქოს რაღაც ფაქტები და არგუმენტები არ არის იმის გასამყარებლად, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეწევა, ესეც არის მცდელობა გადაფარონ ის რეალობები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს,"- აცხადებს გივი მიქანაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×