რეზონანსი
05.10.2023

 

 კენჭისყრაზე თუ არ ვართ, [როგორ] შეგვიძლია ხმა მივცეთ? გახარიას პარტია, დაუშვილები და სხვები იმდენს ლაპარაკობენ, რომ მგონი, თვითონ აქვთ დაგეგმილი ხმის მიცემა - ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ გახარია ბიძინას თამაშია, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის" წევრები მათი განცხადებების მიუხედავად, მაინც აპირებენ, ხმა მისცენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

ვაშაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლიდან" და „ნაციონალური მოძრაობიდან" ნულია შანსი, რომ ვინმემ ხმა მისცეს იმპიჩმენტს".

„კენჭისყრაზე თუ არ ვართ, (როგორ) შეგვიძლია ხმა მივცეთ? როგორ, ასე, გარედან, ჰაერიდან მისცემსო? გახარიას პარტია, დაუშვილები და სხვები იმდენს ლაპარაკობენ, რომ სხვა მისცემს ხმას, მგონი, თვითონ აქვთ დაგეგმილი ხმის მიცემა. იმდენად აუტანელია მათი ეს განცხადებები, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ხომ კარგად ხართ საერთოდ? თუ ხმის მიცემა გინდათ, სხვა ნუ კი აბრალებთ, წადით და მიეცით ხმა. ხალხი გაიგებს, რომ ბიძინას თამაში თქვენც ხართ. აი ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ გახარია ბიძინას თამაშია, ეს სისულელეები, რასაც ბოდავენ. კიდევ ვამბობ, „სტრატეგია აღმაშენებლიდან" და „ნაციონალური მოძრაობიდან" ნულია შანსი, რომ ვინმემ ხმა მისცეს. ამ ადამიანებს იქნებ აუხსნათ, რომ ამდენი ლაპარაკით, თავს იწვავ. მგონი მართლა უნდათ ხმის მიცემა და ამით გაირკვევა, საბოლოოდ, რომ ეგენიც ბიძინას თამაში არიან",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცესი "ფარსია და ფიასკოთი დამთავრდება".

„ბიძინამ შოუ დადგა. ერთ მხარეს მსახიობი კობახიძე ჰყავთ, მეორე მხარეს მსახიობი - ზურაბიშვილი. ამას გვაყურებინებს ორი-სამი დღეა. კითხვას გისვამთ, საქართველოს მოქალაქე და მისი ინტერესი სად არის ამ პროცესში? სად არის საქართველოს და ევროინტეგრაციის ინტერესი? არც ერთი ამ სამიდან არ არის. სამწუხაროდ, ეს თვითონ ფარსია თავიდან ბოლომდე, რომელიც ფიასკოთი დამთავრდება. თავიდანვე გათვალეს. საკითხი ძალიან კონკრეტულია. შემდგომი პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ აირჩევა. მას ირჩევენ ქოც, ფარცხალაძის მცველი ხმოსნები. დეპუტატები, საკრებულოს წევრები და ა.შ. ვინც ფარცხალაძეს იცავენ. ეს ადამიანები ხვალ და ზეგ პრეზიდენტს ირჩევენ. იმ თავითვე გამორიცხულია, რომ ოპოზიცია ამაში წავიდეს. აბა, პირდაპირი არჩევანი იყოს, მერე თუ გაბედავდნენ საერთოდ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყებას",- განაცხადა ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×