რეზონანსი
05.10.2023

ჩვენ გატკეპნილ გზაზე კი არ მივდივართ, არამედ უნდა დავადგინოთ ისეთი წესი, ისეთი ინტერპრეტაცია იმ ნორმებისა, რომლებზეც იყო სამი დღის განმავლობაში საუბარი და მსჯელობა, რომ შემდგომში ეს იყოს პრეცედენტი სხვა გადაწყვეტილებებისთვისაც, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„პრეცედენტული გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა ფიქრს, დისკუსიას და აზრთა გაცვლა-გამოცვლას მოითხოვს და არ მგონია ისე მარტივად იყო საქმე, როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი ყოველგვარი არგუმენტის გარეშე წინასწარ რომ იღებს გადაწყვეტილებას და გამოაქვს ვერდიქტი. ეს რა თქმა უნდა არასწორია იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ჩვენი აზრები ამ წარდგინებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ არ ვართ ბოლომდე ჩამოყალიბებული და ჩვენ არ გვაქვს ერთმანეთისთვის აზრები გაზიარებული", - განამარტა მერაბ ტურავამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა განახლდა. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც ზეპირი მოსმენით მიმდინარეობს, 3 ოქტომბერს დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×